უმძიმეს გარემოში, სადაც მუდმივად ვსაუბრობთ ომზე, სიკვდილზე თუ ეკონომიკურ პრობლემებზე, ხელოვნებისთვის დრო და სივრცე აღარ რჩება. ეს დაძაბულობა ყველა თაობის ადამიანს ეხება, მათ შორის ახალგაზრდებს. სწორედ მათთვის აღმოჩნდა სტეფანეს ახალი სიმღერა "გაიღიმე" - სწორ დროს მიწოდებული. საინტერესო ვიდეორგოლმა, რომელიც სულაც არ არის მაინცდამაინც მხიარული და უდარდელი ქართული ინტერნეტსივრცე დაიპყრო. მუსიკოსის, მომღერალის და პროდიუსერის კიდევ ერთი სოლო კონცერტი და სცენაზეც პირველად ახალი სიმღერა და ასევე პირველად სცენაზე ძალიან ნიჭიერი და ფერადი გოგონა, ფანი, სტეფანეს და მაოს შვილი. მიუხედავად სიცხისა და ვირუსისა, სტეფანემ მაინც შეძლო ჩვენთვის ეთქვა - გაიღიმე - ცხოვრება მიდის. დროება ექსკლუზიურად კონცერტის კულისებიდან.
სტეფანეს "გაიღიმე" - დროება
11 დეკ 202220:35
3 წუთის საკითხავი